კულტურა
ახალციხეში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
18 - 22 სექტემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო გაიმართება.

ევროპის ხუთი ქვეყნის იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და ფინეთის ფოლკლორული ანსამბლები საქართველოში კონცერტებს გამართავენ.

ყველა მათგანი ქართულ ხალხურ სიმღერას წლებია სწავლობს და ასრულებს. 

ღონისძიება, ახალციხის ციხეზე, 19 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
| Print |