კულტურა
სამხატვრო სკოლაში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

ახალციხის სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, სუვენირები, თექით, ფაიფურით, თიხით, მინითა და ხეზე შესრულებული ნამუშევრები.
„ახალციხის სამხატვრო სკოლის“ დირექტორმა ლელა ფერაძემ ღონისძიების ფარგლებში, სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო თელავში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა.
სამხატვრო სკოლაში სწავლა უფასოა.
| Print |