კულტურა
სოსო სიცოცხლის ბოლომდე სამართლიანობისთვის იბრძოდა - ლუკა კურტანიძე

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.

12 თებერვალს მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს მისი მეგობარი და მრავალგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.
| Print |