"ბორჯომობა 2024" - როგორ აღნიშნეს დღესასწაული ბორჯომი
19:10 / 14.09.2024
,,ბორჯომობა 2024" გასართობ-სპორტული აქტივობებით აღინიშნება. ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში, ადგილობრივებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთების და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. ასევე, სპორტული მარათონი გაიმართა პლატო-სადგერის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოყვარულმა, ასევე გამოცდილმა სპორტსმენებმა.
გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გოგოები და ბიჭები, რომლებიც სიგელებით, მედლებით და ფულადი პრიზებით (700, 500, 300 ლარი) დაჯილდოვდნენ.
ნახეთ, პარტნიორი ტელეკომპანია ,,ბორჯომის" მიერ მომზადებული სიუჟეტი.