ახალციხეში, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ძეგლის მეგობარი“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ტურების მოწყობას მოიცავს.
პროექტის მიზანია: მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეაყვაროს საკუთარი კულტურა და ისტორია; გამოუმუშაოს ძეგლების გაფრთხილებისა და მათზე ზრუნვის საუკეთესო უნარები.
პროექტის სახელწოდება უკავშირდება მწერლისა და ისტორიოგრაფის, ლევან გოთუას სახელს, რომლის ინიციატივითაც 1964 წელს პირველად დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალი ,,ძეგლის მეგობარი“. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ, კულტურული ძეგლების გაცნობითა და მოვლა-პატრონობით დაინტერესებულ მოზარდებსა და ახალგაზრდებს.