სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება ოთახების, დარბაზების, ფასადის, ცენტრალური გათბობის, საკანალიზაციო და ელექტროსისტემების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში, მაისის ბოლოს უნდა დაასრულოს.
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, 700 კვ.მ. ფართობის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა. 14 სექტემბერსა და 21 ოქტომბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები, მონაწილეთა დისკვალიფიკაციის გამო ჩაიშალა. შენობის რეაბილიტაციისთვის 302 773 ლარი კულტურის სამინისტრომ გამოყო. თეატრში ამბობენ, რომ სცენის დაპროექტებისთვის, ადგილობრივიხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ. თუმცა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრს, მომავალ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 5 000 ლარით უმცირდება. თეატრის დირექტორის თქმით, ამის გამო, წელიწადში ხუთის ნაცვლად, სამი ან ოთხი სპექტაკლი დაიდგმება.
თოჯინების თეატრმა, ახალციხის ციხის 100 კვ.მ. 2012 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიკავა. მცირე ფართის გამო, რეკვიზიტების ნაწილი სამუსიკო სკოლაში, ნაწილი ახალციხის ციხის კოშკში, კიბეებზეა განთავსებული. თეატრის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ძველ შენობაში დაბრუნებით, მათი მაყურებლის რაოდენობაც გაიზრდება.
თოჯინების თეატრი მსოფლიო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლის შემდეგ, ახალციხე არაერთი ქვეყნის თეატრალურ დასს უმასპინძლებს.
ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.