დღეს ახალციხის ციხის დათვალიერება, 29 წლამდე ასაკის მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ამ აქციით, კომპლექსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ახალციხის ციხეზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ, მსურველები დაათვალიერებენ ციხის ფასიან, ზედა ნაწილსაც, სადაც მუზემი, მეჩეთი, მედრესე, ციტადელი და სხვა ისტორიული ძეგლებია განთავსებული. კამპანიას უერთდება ეროვნული მუზეუმიც. ამიტომ დღეს, ახალგაზრდებისთვის ახალციხის ისტორიული მუზეუმის დათვალიერებაც უფასო იქნება.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 1999 წელს, გაეროს ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად არინიშნება.