Error
კულტურა
გამოჩენილ ხელოვან ადამიანებს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭებათ
კომპოზოტორს ვაჟა აზარაშვილს, ვირტუოზ გიტარისტს თემურ ყვითელაშვილს და რეჟისორს თემურ ჩხეიძეს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭებათ. ეს ინფორმაცია ცნობილი, დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე გახდა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხელოვანი ადამიანები  აღნიშნულ ტიტულს 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულზე მიიღებენ.

ვაჟა აზარაშვილი და თემურ ყვითელაშვილი წარმოშობით ახალციხის მუნიციპალიტეტიდან არიან, ხოლო თემურ ჩხეიძე ქართულ მხატვრულ ფილმში “რაიკომის მდივანი” მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის გადაღებები მესხეთში მიმდინარეობდა.
| Print |