ახალციხის მერმა მოყვარული ხელოვანები დააჯილდოვა. ცერემონია ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც ქალაქის პირველი პირები დაესწრნენ.
კულტურის სფეროს შვიდ წარმომადგენელს ახალციხის მერმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გიორგი კოპაძე მათ სამომავლო გეგმებზე და ხელნაკეთი ნამუშევრების რეალიზაციის გზებზე ესაუბრა.
ქალაქის მერის თქმით, 13 აგვისტოს დაგეგმილია ღონისძიება, რომელშიც ხელოვანებიც ჩაერთვებიან. აქ წარმოდგენილი იქნება სამცხე–ჯავახეთისათვის დამახასიათებელი კერძები, სუვენირები და ხელოვნების ნიმუშები.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე