კულტურა
ლია სულუაშვილი ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ლია სულუაშვილს სიგელი თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა გადასცა.

სამხატვრო ხელმძღვანელი „ქართული თეატრი 2016 წელს“ პრეზენტაციაზე დააჯილდოვეს. ღონისძიება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გამართა, რომელზეც წარმატებული თეატრების ხელმძღვაენლები, მსახიობები და რეჟისორები გამოვლინდნენ.

კვლევის მიხედვით, საქართველოს 42 თეატრში, გასულ წელს 228 სპეკტაკლი დაიდგა. ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება.
| Print |