კულტურა
სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, ბაქოში, ფესტივალზე გაემგზავრნენ
ახალციხის სამხატვრო სკოლის 13 მოსწავლე, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, გაზაფხულის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სამდღიან ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ახალციხელი ხელოვანები დამთვალიერებლის წინაშე კერამიკის, თექის ნამუშევრებითა და ზეთში შესრულებული ფერწერით წარსდგებიან.

ეს ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

| Print |