კულტურა
ახალციხის სამხატვრო სკოლა ბაქოდან ექვსი საპრიზო ადგილით დაბრუნდა
სამი პირველი, ორი მეორე და ერთი მესამე ადგილი – ახალციხის სამხატვრო სკოლა ბაქოდან წარმატებით დაბრუნდა. კრეატიული განვითარების ინტერნაციონალურ კონკურს–ფესტივალზე "კავკასიის გაზაფხული 2017", დაწესებული 8 ჯილდოდან, ახალციხელებმა ყველაზე მეტი – ექვსი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

კონკურსში მონაწილეობას ახალგაზრდა მხატვრები აზრებაიჯანისა და საქართველოს რეგიონებიდან იღებდნენ.

ნამუშევრები ბაქოში ორი კვირით ადრე გაიგზავნა. კონკურსი ორ თემაზე ბაირამობისა და საქართველო აზრბაიჯანის მეგობრობაზე გამოცხადდა. ახალციხის სამხატვრო სკოლამ გამარჯვება ორივე კატეგორიაში მოიპოვა.

გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები აზერბაიჯანში, გამოფენის ორგანიზატორებმა დაიტოვეს.

ახალციხეში დაბრუნებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქალაქის მერმა უმასპინძლა. ვლადიმერ ზედგინიძემ მათ წარმატება მიულოცა და მათ სკოლის კეთილმოწყობას დაპირდა. სამხატვრო სკოლის დირექტორის განმარტებით, გზა ახალციხიდან თბილისამდე, როგორც გამგზავრებისას, ასევე უკან დაბრუნებისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფინანსა.

გამარჯვებულ მოსწავლეთა სია:

პირველი ადგილი – დალილა გვაზავა, დავით ბერიძე, ქეთი კაჭკაჭიშვილი;

მეორე ადგილი – თამარ პაპუაშვილი, სალომე გიორგაძე;

მესამე ადგილი – ელენე თარხნიშვილი.


| Print |