კულტურა
რატომ შეიცვალა ახალციხის ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი?
1–ლი აპრილიდან ახალციხის ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი იცვლება. ვიზიტორები კომპლექსის ზედა ნაწილის დათვალიერებაში ექვს ლარს გადაიხდიან. შეღავათები ისევ მოქმედებს სტუდენტებზე, რომლებსაც 3 ლარის გადახდა მოუწევთ და მოსწავლეებზე, რომლებიც ბილეთში 2 ლარს გადაიხდიან

ამასთან, ქართულენოვანი გიდის მომსახურება 10 ლარი ღირს, ხოლო უცხოენოვანი გიდის – 20 ლარი.

შესაბამისი მოწმობის წარდგენით, ციხის ორივე ნაწილის დათვალიერება უფასოა: IჩOM-ის წევრებისათვის, საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, ომის ვეტერანებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასის ცვლილებაზე განმარტებას ახალციხის ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი აკეთებს.


| Print |