კულტურა
ახალციხის მერი ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრება
ქალაქ ახალციხის მერი ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრება. ვლადიმერ ზედგინიძესთან ერთად აზერბაიჯანში მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF-2017 ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ბაქოში გამართულ მე-16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ტურისტულმა კომპანიებმა მსოფლიოს მასშტაბით მიიღეს, მათ შორისაა საქართველოც.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF-2017 ბაქოში 6 აპრილს გაიხსნა და 9 აპრილს დასრულდება. ქართული დელეგაცია ახალციხეში 10 აპრილს დაბრუნდება.

ახალციხის მერიის ფოტოები:
| Print |