კულტურა
მესხეთში ორი მეჩეთის რეაბილიტაცია იწყება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სამცხე–ჯავახეთში ორი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, ისტორიული ძეგების რესტავრაცია 2017 წელს დაიწყება. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საყუნეთში, დაახლოებით ერთი საუკუნის მეჩეთი, სოფლის ცენტრში დგას. დაკეტილ სალოცავში შესვლა ჭირს. ადგილობრივების თქმით, კიბე ათეული წლების წინ დალპა და მას შემდეგ აღარავის შეუკეთებია. ჭერზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ჯამესთვის დამახასიათებელი მოხატულობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ამბობს რომ სამცხე–ჯავახეთში რეაბილიტაციას არაერთი სალოცავი საჭიროებს, თუმცა მატერიალური და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, სახელმწიფო მათ რესტავრაციას ერთობლივად ვერ განახორციელებს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ზოგიერთი მეჩეთის რეაბილიტაციისთვის, სპონსორის მოძიებას ცდილობენ.

| Print |