საზოგადოება
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი აღნიშნეს
აღიარეთ სომეხთა გენოციდი – ამ შეძახილებით ახალციხეში ფეხით მსვლელობა მოეწყო. მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, 1915 წლის 24 აპრილი გაიხსენა.

მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან გადაინაცვლეს.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა შეძახილებით, დროშებითა და ტრანსფარანტებით გაიარეს. ,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან, სასულიერო პირებმა გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი გადაიხადეს.

მსვლელობის მონაწილეებს გენოციდის დღე მიუსამძიმრა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპოუტატმა. გიორგი კოპაძის თქმით, მოთხოვნაზე – აღიარონ სომეხი ერის გენოციდი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა მისაღები.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.

| Print |
თეგები: გენოციდი /