კულტურა
ვალეში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა
ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ვალეში კულტურული ღონისძიებები მოეწყო. ადგილობრივებმა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა დათვალიერეს და ჭავჭავაძის მკვლელობისა და მოღვაწეობის შესახებ წარმოდგენილ სპექტაკლს დაესწრნენ.

პროექტი სახელწოდებით – "ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი" სამ აპრილს, ქუთაისიდან დაიწყო და 35 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

კულტურულ ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ახორციელებს.

| Print |