კულტურა
ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში
საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს ახალციხელებიც შეუერთდნენ. ხალხური ცეკვის ანსამბლ "მესხეთის" მოცეკვავეები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და მესხეთის თეატრის წინ შეიკრიბნენ. ანსამბლის წევრებმა ფოტოები გადაიღეს და ქართული ისტორია გააცოცხლეს. მათ ამ გზით, მხარი დაუჭირეს, 18 მაისს საქართველოში, ეროვნული სამოსის დღედ დაწესების იდეას.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართა.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, გასულ წელს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.


| Print |