საქველმოქმედო სპეკტაკლიდან, დავით გასიტაშვილისთვის, 1700 ლარი შეგროვდა
23:38 / 01.06.2017
მესხეთის თეატრში გამართული საქველმოქმედო სპექტაკლიდან 1 700 ლარი შეგროვდა.
ურავლისა და მუსხის სასკოლო კლუბების მიერ მომზადებულ პრემიერაზე 540 ბილეთი გაიყიდა. ორგანიზაციებმა თანხა ბილეთების გარეშეც გაიღეს. "სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა" შეგროვებულ თანხას დავით გასიტაშვილის ოჯახს გადასცემს.