კულტურა
ანსამბლმა "ლომსია"–მ დასკვნითი ღონისძიება გამართა
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ლომსია"–მ ახალციხეში დასკვნითი ღონისძიება გამართა. მოცეკვავეებმა მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი ცეკვები საზოგადოებას წარუდგინეს. მესხეთის თეატრის სცენაზე შესრულდა, როგორც მსოფლიოს ხალხთა და ევროპული, ასევე ქართული ხალხური ცეკვებიც.

ანსამბლი ახალციხეში 29 წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დოისათვის "ლომსია" 140–მდე მოცეკვავითაა დაკომპლექტებული.

მომავალ წელს ანსამბლი საიუბილეო ღონისძიების გამართვას გეგმავს, რა დროსაც მოცეკვავეები და ქორეოგრაფები "ლომსია"–ს დაარსებიდან 30 წლისთავს იზეიმებენ.


| Print |