კულტურა
ახალციხეში "საპატიო ახალციხელს" არჩევენ
"საპატიო ახალციხელის" ასარჩევად მზადება დაიწყო. ქალაქის მერიაში შექმნილია 17 კაციანი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და წინა წლის "საპატიო ახალციხელები" შედიან.

კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თვიანთი მოსაზრების დასაფიქსირებლად ადგილობრივებს ბოლო ვადა 20 ივნისამდე აქვთ, რის შემდეგაც კომისია ფარული კენჭისრით სამ "საპატიო ახალციხელს" გამოავლენს. მათი ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი 30 ივნისს "ახალციხელობის" სახალხო დღესასწაულზე გახდება.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულზე პიროვნებებისთვის "საპატიო ახალციხელის" წოდების მინიჭების ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა აღადგინა. 2013 წელს "საპატიო ახალციხელის" წოდება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭათ. 2014 წელს ტიტული დეკანოზმა სტეფანემ, ომარ ჯაყელმა და ვახტანგ კვესელაძემ მიიღეს. 2015 წელს ტიტული კულტურის განყოფილების ყოფილ გამგეს ელგუჯა კოპაძეს, პოეტ ვასილ კვინცხაძესა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაამაარსებელსა და ამჟამინდელ რექტორს, მერაბ ბერიძეს ერგო. 2016 წელს კი "საპატიო ახალციხელის" ტიტული თინათინ ჯაყელს, ლელა ნაროზაულსა და ნათელა იაძემ მენიჭათ. 




| Print |