კულტურა
55 000–ლარიანი ტენდერი ახალციხელობისთვის
წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ქალაქ ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ 2017 წლის 30 ივნისს ,,ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, ,,ახალციხელობის“ ღონისძიებების მოწყობისთვის, მერია ტენდერს 38 000 ლარზე აცხადებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ 10-საათიანი ღონისძიების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. ახალციხეში უნდა ჩამოიყვანოს ცნობილი ბენდი, მოაწყოს დრამ შოუ და ქართული საბრძოლო ხელოვნება. უნდა დადგას თეატრალური წამოდგენა, სადაც გაცოცხლებული იქნება შალვა ახალციხელთან დაკავშირებული მე–12 საუკუნის ისტორიული სცენები.

ორგანიზება გაუწიოს სპორტულ ღოინისძიებებს – თავისუფალი ჭიდაობას, ძიუდოს, მკლავჭიდსა და მძლეოსნობას.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ჯილდო გადაეცემათ მოტო კლუბსა და საპატიო მოქალაქეს ვაჟა აზარაშვილს.

ახალციხელობაზე გამოვლინდება სამი საპატიო მოქალაქე. დაჯილდოვდებიან კონკურსის გამარჯვებულები – საუკეთესო ქუჩა, საუკეთესო ეზო, საუკეთესო უბანი.

ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

მერიამ კიდევ ერთი – 17 000 ლარიანი ტენდერი მოწვეული სტუმრებისთვის სასტუმროს უზრუნველყოფაზე გამოაცხადა. კულტურის სამსახურში განმარტავენ, რომ დღესასწაულზე უცხო ქვეყნების 29–კაციან დელეგაციას ელიან.
| Print |