კულტურა
ასპინძაში რეგიონული ფესტივალი “ფუძეობა” მიმდინარეობს
დაბა ასპინძაში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი 2017, ასპინძის ბრძოლის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო. ამ წუთებში, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი იმართება.

რაიონული ფაცხებში სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი კულინარიის წარდგენა–დეგუსტაცია გაიმართა.

ადგილობრივმა ხელოვანებმა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა მოაწყეს.

17:00 საათზე, ასპინძის სარაგბო ვაზაზე, რეგიონული კლუბი “ტაო” ამხანაგურ მატჩს კახეთის “ჭადართან” გამართავს. გამარჯვებულს ერეკლეს თასი გადაეცემა.

ფოლკლორული ფესტივალი 20:00 საათზე, ნიაზ დიასამიძისა და 33ა–ს კონცერტით დასრულდება. კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.

რეგიონული ფესტივალი ასპინძაში წელს პირველად ტარდება
| Print |