კულტურა
მესხეთის თეატრი მცირე დარბაზის რემონტს იწყებს
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, კაპიტალური რემოტის გაკეთება გადაწყდა.
კულტურულმა დაწესებულებამ ელექტრონული ტენდერი 87 499 ლარზე გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება ფოიეს, საგრიმიოროების, სალაროსა და საპირფარეშოების რემონტი და მოწყობა.

დარბაზის ინვენტარით აღჭურვა, სკამების რესტავრაცია. ელექტროგაყვანილობის სისტემის, რადიოცეხისა და ცენტრალური გათბობის მონტაჟი.

წინადადებების მიღება 25 აგვისტოს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4–თვიანი ვადა ექნება.

კაპიტალური რემონტისთვის თანხა კულტურის სამინისტრომ გამოყო.

| Print |