კულტურა
ქორეოგრაფიული ანსამბლი “მესხეთი” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის, ბულგარეთში გაემგზავრა
ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მესხეთი”, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
10–დან 18 წლამდე ასაკის 40–მდე მოსწავლე, ანსამბლის ბენდთან ერთად, ბულგარეთში დღეს, 21 აგვისტოს გაემგზავრა.

10–დღიანი ტურის ფარგლებში, მოცეკვავეები ოთხი ცეკვით წარდგებიან.

ფოლკლორული ფესტივალი ქალაქ ვარნაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლები 35 ქვეყნიდან მიიღებენ. ისინი მაყურებლის წინაშე, ეროვნული ცეკვებით წარსდგებიან. კონკურსანტებს 12–კაციანი ჟიური შეაფასებს.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ანსამბლი ევროპაში პირველად გავიდა. “მესხეთის” მოცეკვავეები ფესტივალის სამი საპრიზო ადგილიდან, ერთ–ერთის დასაკავებლად იბრძოლებენ.

| Print |