ფერწერა, გრაფიკა, ვიტრაჟი, თექა, და სხვა – სამხატვრო სკოლის ნამუშევრებს ახალციხის ციხე მასპინძლობს.
გამოფენაზე ოთხი პედაგოგისა და ერთი ყოფილი მოსწავლის ნამუშევრებია წარდგენილი. ადგილობრივი ხელოვანების შემოქმედების დათვალიერება მსურველებს ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ.
დღევანდელი გამოფენა რიგით მეორეა, სადაც ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების ნამუშევრებია წარდეგნილი. ახალციხის ციხის ციტადელზე პირველად თამარ თამარაძის ნახატები გამოიფინა.
მომდევნო გამოფენაზე სამხატვრო სკოლის კიდევ ერთი პედაგოგის, ლელა ფერაძის ნამუშევრები იქნება წარდგენილი.