Error
მედია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
რა აკლია საზოგადოებრივ მაუწყებელს - სამეურვეო საბჭოს წევრები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდნენ. ორგანიზატორებმა ადგილობრივების შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინეს.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შემეცნებითი, საბავშვო, სპორტული და გასართობი გადაცემები აკლია. ასევე მოსახლებას სურს, რომ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები უფრო ხშირად გაშუქდეს. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებაზეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა მოქალაქეების მოსაზრებები ჩაინიშნეს, რომელსაც მენეჯმენტს გააცნობენ.

მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

| Print |