მედია
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული მედია ასი წლისაა
ქართული ჟურნალისტიკა 200 წლისაა. 1819 წლის 21მარტს პირველი ქართულენოვანი, ოთხგვერდიანი გაზეთი „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მედია ქართულ ჟურნალისტიკას საუკუნის შემდეგ შეუერთდა. მაშინ, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1918-21 წლებში რეგიონში სამი გაზეთი გამოდიოდა.

კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი თითქმის საუკუნის წინ გამოცემულ გაზეთებს უჭირავს. იზოლდა წიქარიშვილმა რეგიონის პერიოდიკას ოთახი წლების წინ დაუთმო. 1937 წელს თურქულ ენაზე გამოცემული „კომუნისტისა“ და 1944 წელს სომხურ-ქართულ ენაზე დაბეჭდილი „წითელი დროშის“ გვერდზე, „ადგილის დედა - ახალციხეს“ ასობით ნომერი ინახება.

რაიკომის გამოცემული გაზეთის „წითელი დროშის“ თანამშრომელი 46 წლის ასაკში გახდა, როცა სკოლიდან რედაქციაში პასუხისმგებელი მდივნის პოზიციაზე გადაიყვანეს. მანამდე რაიონის გაზეთში განათლების შესახებ მასალებს აქვეყნებდა. იზოლდა წიქარიშვილი ახლა 81 წლისაა. იხსენებს, რომ გაზეთის გაფორმება და წარმოება ევალებოდა, თუმცა რედაქციაში გადასვლის შემდეგ სტატიების წერა უფრო აქტიურად დაიწყო.

„დამიბარეს პარტიის რაიკომში და მითხრეს, რომ რედაქციაში ვჭირდებოდი. მიჭირდა სკოლის დატოვება, რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება მასწავლებლობა იყო. ჟურნალისტიკის სამწლიანი კურსები გავიარე. ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე წერა ნაკლებად მეხერხებოდა. დანარჩენი ყველაფერზე ვწერდი“.

გაზეთი კვირაში სამჯერ - რუსულ, სომხურ და თურქულ ენაზე გამოდიოდა. 1992 წელს, ფიანანსური პრობლემების გამო, „წითელი დროშა“ დაიხურა.


იზოლდა წიქარიშვილმა რაიონული, დამოუკიდებელი, ქართულენოვანი გაზეთის გამოცემაზე მუშაობა მასალების და მოხალისე ჟურნალისტების შემოკრებით დაიწყო. რედაქცია, რომელიც 4-5 თანამშრომლისგან შედგებოდა, 16 კვ.მ. ოთახში განთავსდა. არ ჰქონდათ კომპიუტერი და ხმის ჩამწერი დიქტოფონი. ამის მიუხედავად, „ადგილის დედა - ახალციხეს“ პირველი ნომერი 1992 წლის 31 დეკემბერს დაიბეჭდა. პირველ იანვარს ახალციხელებს საფოსტო ყუთებში ახალი, რვაგვერდიანი გაზეთის პირველი ნომერი დახვდათ, რომელიც რედაქტორმა ახალი წლის ღამეს მოსახლეობაში თავისი ხელით დაარიგა.

პირველი ნიმერი 3 000 ტირაჟით დაბეჭდა, შემდეგ კი 600-700 ეგზემპლარი იბეჭდებოდა. ამ დროისთვის დამოუკიდებელი, კრიტიკული გაზეთი მხოლოდ „შანსი“ გამოდიოდა. „ადგილის დედა ახალციხეს“ დამოუკიდებლად არსებობა გაუჭირდა. გაზეთი, რომელიც ახალციხის ამბებს 19 წელი წერდა, ბოლო ნომერი 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა.

„19 წელი ვაცოცხლე გაზეთი. გამგეობის შენობაში გვქონდა რედაქცია, რომელიც გასხვისდა და ოფისი დაგვიხურეს. ერთხელ მივედი ფანჯარასთან და ოთახში ვიყურებოდი. ერთმა კაცმა დამინახა და დამიძახა - ქალოჯან მანდ რედაქცია აღარ არის, დაიხურა. არანაირი თანადგომა. ახალციხეში არავის მოუკითხია რა მოხდა, სად წავიდა ეს გაზეთი. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა გაზეთმა“.

„ადგილის დედა - ახალციხეს“ გამოცემამდე, რეგიონში თითქმის ყველა გაზეთი დახურეს.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჟურნალისტიკის განვითარება ზუსტად 100 წლის წინ დაიწყო. „სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანების იდეით“, 1919 წლის 2 თებერვალს სამცხე-ჯავახეთში პირველი რეგიონული გაზეთი დაიბეჭდა. „განახლებული მესხეთი“ ყოველკვირეული „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ გაზეთი იყო. პირველი ნომრის დიდი ნაწილი დამფუძნებელთა კრების არჩევნებს დაუთმეს.

„14 თებერვალს დანიშნულია საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. სამზადისი დიდი ხანია დაიწყო. როგორც სხვაგან, ისე მესხეთ-ჯავახეთშიაც ამომრჩეველთა სიები უკვე შემდგარი და გამოქვეყნებულია. მიწის მუშა გლეხკაცობა და ქალაქის პროლეტარიატი ემზადება ამ დღისთვის, რათა არჩევნებზე დაამარცხოს ყველა ისინი, ვინც თავის ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებს,,,“ - გვამცნობს პირველი ნომერი.

„პროვოკატორების აგიტაციამ ვერ გასჭრა და აწყურლებმა გადასწყვიტეს მიიღონ მონაწილეობა დამფუძნებელ კრების არჩევნებში“ - წერია რეგიონულ გაზეთში.

„სამცხე-ჯავახეთშიც გაჩენილიყო სურვილი იმისა, რომ გაზეთი გამოსულიყო, ეს ბუნებრივი და საჭირო იყო. საზოგადოების და მოვლენების განვითარებამ უკარნახა", - ამბობს ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი. 

„განახლებული მესხეთის“ რედაქცია ახალციხეში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარეობდა, გაზეთი კი ძმებ მარტიროსიანების სტამბაში იბეჭდებოდა. გაზეთის ახალციხის მიწის მუშათა საბჭო გამოსცემდა. სარედაქციო კომიტეტის შესახებ ცნობები არ მოიძებნება. გაზეთი ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში 1 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა. საქართველოს ტერიტორიაზე კი 2 მანეთი. გაზეთის სამი გვერდი ქართულენოვანი იყო, ბოლო გვერდი კი თურქულად იბეჭდებოდა.

ოთხგვერდიან გაზეთში ვრცელი მასალების გარდა, მოკლე, რეგიონის ახალი ამბები იწერებოდა.

„ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გენერალ გუბერნატორათ მთელი ძალაუფლებით დაინიშნა გენერალ მაიორი მაზნიაშვილი. ის უკვე გამოვიდა თავისი ჯარით თფილისიდან“.

„ახალციხის მაზრის გლეხთა საბჭომ უკვე მიიღო ცელები და ანაწილებს გლეხთა შორის“.

„ერთი ხანია მესხეთ-ჯავახეთში გვალვები დაიჭირა, სიმინდი ახალციხის მაზრაში ბევრგან გადახმა, გვალვამ ბაღებიც დააზიანა“.

„22 ივლისს, აფიცერთა კლუბში პოლკოვნიკმა ლეკვიანაძემ წაიკითხა ლექცია: „თამარის ოქროს ხანა“. ხალხი ბევრი დაესწრო, განსაკუთრებით სამხედრო პირები. ლექცია შინაარსიანი და დამაკმაყოფილებელი იყო“.


ახალ ამბებთან ერთად, კორესპონდენტები ყოფითი პრობლემების შესახებ წერდნენ. გაზეთში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სტატიებს შეხვდებით.

„უკანასკნელ დღეებში ბაზარზე პურის შოვნა მეტად გასჭირდა, ხალხი თითქმის ნახევრად უმცხვარ პურს იტაცებს ფურნეებიდან იმის შიშით რომ სრულიად არ დარჩეს უპუროთ. ამის მიზეზათ ასახელებენ ქალაქის გამგეობის მიერ კერძო პირთათვის პურის ვაჭრობის აკრძალვას“.

„ადგილობრივი შკოლა აგერ წელიწადზე მეტია დახურულია. არ არის არც მასწავლებელი და არც სასკოლო ნივთები. საჭიროა ეხლავე გაიხსნას შკოლა, რომ ბავშვები ასე უპატრონოთ და უსწავლელნი არ დარჩნენ. მუსლიმანი გლეხები ყველას სთხოვენ პირველად ყოვლისა შკოლის გახსნის დაჩქარებას“

„ჩვენ ახალციხის ქალაქის ძველი-ნაწილის (რაბათის) მცხოვრებლები დიდ გაჭირვებას განვიცდით წყლის უქონლობით. ეს მდგომარეობა კიდევ უარესდება ცივს, თოვლიან-ყინულიან ზამთარში, როცა ერთი-ორი ვერსის მანძილზე მივდივართ მდინარე მტკვარზე და იქიდან ვეზიდებით“.

ისტორიკოსები პირველი გაზეთის სახელწოდებას მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობით ხსნიან. „განახლებული მესხხეთი“ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიბეჭდა. საზოგადოებას კი სიახლის, განახლების მოლოდინი ჰქონდა.

1918-1921 წლებში „განახლებული მესხეთის“ გარდა, რეგიონში კიდევ ორი გაზეთი გამოდიოდა - „მესხეთ-ჯავახეთი“ და „შარჟუმი“ (სომხ. მოძრაობა).


სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში მხოლოდ „განახლებული მესხეთის“ სამი ნომერია შემონახული. ერთ-ერთის გვერდზე „ახალციხის ქალთა წრე“ გაზეთის მიმართ საპროტესტო წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ „განახლებულ მესხეთში“ დაბეჭდილა „ვაკისუბნელის“ სტატია, რომელიც მათ „დიდს და დაუმსახურებელ ბრალდებას“ ახვევდა თავს.

„ჩვენ ახლად დაარსებული ქალთა წრე საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ ვაკისუბნელის მიერ გადმოსროლილი ტალახი ჩვენ ოდნავათ ვერ შეგვბღალავს. დარწმუნებულ იმაში, რომ ჩვენი მისწრაფება დიადია და მიზანი ნათელი - ჩვენ არაჩვეულებრივი ენერგიით განვაგრძობთ არჩეულ გზაზე სიარულს“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს „ახალციხის ქალთა წრის“ წევრები აწერენ.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა შეწყდა. რეგიონული პრესა 1926 წელს გაზეთ „მიწათმოქმედის“ გამოცემით აღდგა.

„როცა სამცხე-ჯავახეთი ხუთ რაიონად დაიყო, ყველას თავისი პრესა ჰქონდა. ახალციხეში 1931 წლიდან გამოდიოდა „წითელი დროშა“, ასპინძაში გაზეთს ერქვა „ასპინძა“, ადიგენს ჰქონდა „განახლებული მესხეთი“, ახალქალაქს „შუქურა“, - გვიყვება ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი.

90-იანი წლებიდან რეგიონული პერიოდიკა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ახალციხეში იბეჭდებოდა „მესხეთი“, „სამცხე-ჯავახეთი“ „სამცხე“, „ლიტერატურული მესხეთი“, „ახალციხე“. თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ნომრები განსაზღვრული პერიოდულობით არ გამოდიოდა.  

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თარიღს მედიის წარმომადგენლები 1993 წლიდან აღნიშნავენ, როცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე დააწესეს. თარიღი სიმბოლურია. 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) პირველი ქართული გაზეთის – „საქართველოს გაზეთის” პირველი ნომერი გამოვიდა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
ასპინძა 14 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 10 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8413
EUR
EUR
1
2.8469
RUB
RUB
100
2.8628
TRY
TRY
1
0.0821
USD
USD
1
2.6729
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelatipobetbahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterporn moviecasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet acasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisİmajbet Girişmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetİmajbet Girişjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralacasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscomomegle livebahsegelgrandpashabetsahabetbahsegelmobilbahiscasinometropolonwincratosslotsekabetmarsbahisbets10matbetsahabetjojobetpusulabetdeneme bonusu veren sitelersafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişjetbahis girişcasibomMatadorbetBetmatikCasibomvbetsahabetyeni2yeni3+18 film