მედია
TV9NEWS.GE-მ ინტერნიუსის ,,GeorgiaPlus”- პროექტის ფარგლებში მედია კონსულტანტს უმასპინძლა
ტრენინგს გიორგი გოგუა უძღვებოდა,რომელმაც გამოცდილება მეცხრე არხის ჟურნალისტებს გაუზიარა. პროექტში სამცხე ჯავახეთისა და კახეთის ტელევიზიებია ჩართული. შეხვედრა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური მხარის გაუმჯობესებისთვის დაიგეგმა.

,,პროექტში მონაწილე მედიების წარმომადგენლებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. დღეს მეცხრე არხს ვესტუმრე, ტრენინგის მთავარი მიზანი სოციალური ქსელისთვის მასალის ისე შექმნაა, რომ რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას მიწვდეს" -ამბობს გიორგი გოგუა.

პროექტის ფარგლებში გასულ თვეს მეცხრე არხმა ნინო ტურაშვილსა და ანი სირბილაძესაც უმასპინძლა. შეხვედრისას მედია კონსულტანტები ჟურნალისტებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და აუდიტორიის ანალიზის შესახებ ესაუბრნენ.

| Print |