მედია
თბილისში დაშავებულ ჟურნალისტებს, ახალციხეში კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს
ახალციხეში, რეგიონული მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, შსს-ს რაიონულ სამმართველოსთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეები „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ დაგეგმილ აქციას „ნუ მესვრი“ შეუერთდნენ.

შეკრებილებმა, 20 ივნისის პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ინციდენტი და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.

რეგიონული მედიის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.


| Print |