მედია
"ნიკა გვარამიას ნაცვლად „რუსთავი 2“-ს ჩემი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს" - ქიბარ ხალვაში

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატის გადაწყვეტილების მიხედვით, აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოსტზე, ნიკა გვარამიას შემცვლელად მის ადვოკატ პაატა სალიას ასახელებს.

„არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.
იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი".


სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კი აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს,დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2-ის" მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი", - განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

 

| Print |