მედია
„მეცხრე არხი“ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

 

მედიასაშუალებებისთვის თბილისში მეორე საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. მასში მონაწილეობას ქართულ ორგანიზაციებთან ერთად, ბელარუსიის, რუსეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და შვედეთს წარმომადგენლები იღებენ.

ამ ქვეყნების მედიამენეჯერები ერთმანეთს თანამედროვე მედიის მართვის წარმატებულ და წარუმატებელ მაგალითებს უზიარებენ.

საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და 23-24 სექტემბერს თბილისში იმართება. მასში სამცხე-ჯავახეთიდან სამი ორგანიზაცია მონაწილეობს - „მეცხრე არხი“, რადიო „ნორი“ და ტელეკომპანია „ბორჯომი“.
| Print |