მედია
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებმა სამ თვეში 22.5 მილიონს მიაღწია
2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

· ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი

· სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი

· საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი

· ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი

· მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი

· სილქნეტი - 614,660.89 ლარი

· ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი

· სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი

· რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი

· ტვ 25 – 133,989.90 ლარი

· ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი

· სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი

· ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი

· სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი

· პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი

· რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი

· ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი

· ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი

· არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი

· დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი

· სხვა - 431,697.56 ლარი



2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.
| Print |