მედია
ვაკანსია მეცხრე არხში
საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით tv9news.ge იწყებს ახალი, ერთწლიანი პროგრამის განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში რედაქცია აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე.

მულტიმედია რეპორტიორი:
მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: tv9news.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივნისი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით tv9news.ge თავად დაუკავშირდება.
| Print |