მედია
საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ მედიას არ ეხება - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ მედიას არ ეხება.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. საია-ში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტთან კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ინიციატივით ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი მართავს პრესკონფერენციას.


ამავე თემაზე:

სპეციალური მმართველი ტელევიზიებში - კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი

საქართველო ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი არ არის, რომ მედიაში ცენზორები დაინიშნონ - გია ანდღულაძე

მარეგულირებელი კომისია სახიფათო თამაშს თამაშობს - პოლიტიკოსები მაუწყებლის ახალ კანონპროექტზე

ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“




| Print |