მედია
"იმედი" იყიდება
მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა" წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს ფლობს "იმედში", GDS -სა და "რადიო იმედში". მედიაჰოლდინგი წილს ფლობს ტელეკომპანია "მაესტროშიც".

როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ითქვა, მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი.

ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა.
| Print |