მედია
"მეცხრე არხის" ანძას მეხი დაეცა
გადამცემს, რომლის საშუალებითაც ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" მაუწყებლობდა, მეხი დაეცა. შემთხვევა ორ ივლისს, მაშინ მოხდა, როცა ადიგენი, ახალციხე და მიმდებარე სოფლები ძლიერად დაისეტყვა

შემთხვევის შედეგად სიგნალის გადამცემი ანძა დაიწვა. ტელეკომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა რა დრო დასჭირდება მაუწყებლობის აღდგენას, ჯერ უცნობია.
| Print |