მედია
ლექSOSთვის - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების სოლიდარობა
"ლექSOSთვის" - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტები ვიდეორგოლს ავრცელებენ და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, "ტვ პირველს" და ქართულ მედიას სამძიმარს უცხადებენ. ინფორმაციას https://report.ge/ ავრცელებს.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, რასაც მედიის წარმომადგენლების მხრიდან აქციები მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

| Print |