მედია
უკრაინაში დაჭრილი Fox News-ის ოპერატორი გარდაიცვალა
კიევთან დაჭრილი Fox News-ის ოპერატორი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, ჟაკრჟევსკი დაიღუპა და მისი კოლეგა, ბენჯამინ ჰოლი დაშავდა, როდესაც გუშინ ​ჰორენკაში, დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში მათ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

,,პიერი იყო ომის ზონის ფოტოგრაფი, რომელიც აშუქებდა Fox News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს, ერაყიდან ავღანეთამდე და სირიამდე, ჩვენთან ხანგრძლივი მუშაობის დროს. მისი, როგორც ჟურნალისტის ნიჭი შეუდარებელი იყო", - განაცხადა სკოტმა.

interpressnews.ge
ასევე ნახეთ:

| Print |