მედია
ევროკავშირი გვარამიას დაპატიმრებას მედია პლურალიზმზე გავლენად აფასებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისკენ არაერთხელ მოუწოდა, მოსამართლემ გვარამიას საქმეზე მაინც ეს განაჩენი გამოიტანა.

როგორც იგი აღნიშნავს, ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის (amicus curae) მოსაზრებაში.

“სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობის განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით – ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს”,
- აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

„ინტერპრესნიუსი“
| Print |