მედია
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან" - IPI გვარამიას დაკავებაზე
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან.

"IPI შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან",
- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.


წყარო: "მთავარი არხი"
| Print |