მედია
ამერიკის საელჩომ რეგიონულ მედიასაშუალებებს უმასპინძლა

აშშ-ის საელჩომ საქართველოში "აირექსის" პროგრამის დახურვის ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას ის რეგიონული მედიასაშუალებები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) იყვნენ ჩართულნი.

GMPP-ის დახურვის ცერემონიაზე ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა და რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მსგავსი პროგრამები ახალისებს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აირექსის პროგრამა GMPP-მ 2010 წლიდან, საქართველოს რვა რეგიონის მედიასაშუალებებსა და თხუთმეტი შტატის ამერიკელ კოლეგებს შორის პარტნიორობას ხელი შეუწყო . პროგრამაში მონაწილეობდა „მეცხრე არხიც“.
| Print |