მედია
მეცხრე არხი ორ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
„მეცხრე არხი“  ორ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სამუშაო ადგილი: ახალციხე.

1. პოზიცია: ბიზნეს ჟურნალისტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი (ნიუსების მომზადება-განთავსება, სამ კვირაში ერთხელ მორიგეობა შაბათ-კვირას);

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
მოვალეობები:

. ბიზნეს-ნიუსების მომზადება (ტვ, ვებგვერდი)
. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);
. ვებ-გვერდზე სიახლეების ატვირთვა და სოც.მედიაში გავრცელება;


მეცხრე არხისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ბიზნეს ჟურნალისტი”.

2. პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

მოქნილი სამუშაო გრაფიკი. 
ანაზღაურება: მზარდი, ფიქსირებული + ბონუსი (პროცენტი გაყიდვებიდან)

მოვალეობები:

მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
კომპანიებისთვის სარეკლამო პროდუქტის შეთავაზება;
არსებულ და ახალ დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
კომპანიის სარეკლამო პროდუქტებზე ზრუნვა და განვითარება;

მედიაში და კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათთან ელ. მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება.
| Print |