მედია
პრობლემები, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აწუხებს - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ახალციხეში სტუმრად მყოფ დონორ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრა, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, 8 თებერვალს, გაიმართა სახელწოდებით  – „მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რეგიონის პრობლემებსა და გამოწვევებზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე, ინტეგრაციაზე, ეროვნულ უმცირესობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
დონორი ორგანიზაციები იმ პროგრამებსაც შეეხნენ, რომლებსაც საქართველოში გეგმავენ. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

| Print |