მედია
"ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების სიაში მოხვდება" - მეუფე იაკობი

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე , "უცხოური გავლენების აგენტების" კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უგუნური კანონების მიღებას, აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაქცია. მისივე თქმით, ,,ცოდო არ არის ვისაც ამ სტატუსს მიანიჭებენ".

მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა გამოვფხიზლდეთ და თუ აქამდე "ორ ცუდს" შორის ვაკეთებდით არჩევანს ახლა სიკეთის და ჭეშმარიტების არჩევის დროა. მისვე განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უდიდესი ბოროტებაა.

მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის მოგონილი კანონები, ადამიანის კანონებად რჩება და არაფერს არ გვაძლევს. ,,ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი კი ვიყავით, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ. მონები ვინც არიან გარე-გარეთ გარბიან და უჩივიან საქართველოს".

მთავარეპისკოპოსმა მრევლს შერიგებისკენ მოუწოდა და ქადაგება შენდობის თხოვნით დაამთავრა.
| Print |