მედია
"კანონპროექტი არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი, რომ ირაკლი კობახიძემ განმარტა დეტალურად" - დავით ტაბატაძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე "უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ" კანონპროექტის ინიციირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას არ წაუკითხავს ამ კანონის არც ქართული, არც რუსული და არც ამერიკული ვერსია.

ტაბატაძემ "მეცხრე არხთან" ასევე განაცხადა, რომ მართალია ის კანონს არ იცნობს, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე ვრცელი განმარტება გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურადაა.
| Print |