მედია
"კანონი არის სრულფასოვანი და საჭირო, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ" -საბა კბილაშვილი

"ხალხის ძალას" წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი "მეცხრე არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ" კანონი არის სრულფასოვანი და საჭირო საქართველოს დღევანდელი ვითარებისთვის.

კბილაშვილის განმარტებით ქართული კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ანალოგი და მას რუსეთთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

მისივე თქმით, კანონი იმისთვისაა საჭირო, რომ ღია და გამჭვირვალე იყოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება. კბილაშვილი აღნიშნული კანონის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი სწორედ კბილაშვილის მოძრაობამ დააინიციირა.
| Print |