მედია
პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვეტოს დაადებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ". ამის შესახებ მან დღეს, 28 თებერვალს თქვა გენდერული თანასწორობისათვის პოლიტიკურ ფორუმზე.

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი"
, - თქვა პრეზიდენტმა.

საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
| Print |