მედია
"ეს კანონი ეფუძნება რუსულ კანონმდებლობას" - ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ კანონი "უცხოური გავლენის აგენტობის" შესახებ რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას ეფუძნება და არაფერი აქვს საერთო ამერიკულ მოდელთან.

"რაც შეეხება ჩვენს კანონებთან მცდარ შედარებას, განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება ამერიკულ, უცხოურ რეგისტრაციის აქტს, აშკარად მცდარია. სინამდვილეში, ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს" - განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:
  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |