მედია
"ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის სულ მცირე ორ პრიორიტეტთან" - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის სულ მცირე ორ პრიორიტეტთან 12 -დან.

"ჩემმა ზემდგომებმა ბრიუსელიდან, უკვე გამოხატეს პოზიციები ამ კანონპროექტის შესახებ. გამოიყენეს სიტყვები, როგორიცაა შემაშფოთებელი და შემაწუხებელი.

ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის სულ მცირე ორ პრიორიტეტთან, 12- დან. ერთი მათგანი ეხება მედიის თავისუფლებას, მეორე კი სამოქალაქო საზოგადოებას.

ასე, რომ ეს ცუდი გზავნილია, ცუდ დროს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როგორმე ეს ინიციატივა გადაიხედება. ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. დრო ჯერ კიდევ არის და ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ ითარგმნება კანონად"
- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.


დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |